ვაშაძე: საზოგადოებას მაინც უნდა ჰკითხონ -  სურთ თუ არა, მათ გვერდით კანონიერი ქურდები   ცხოვრობდნენ

ვაშაძე: საზოგადოებას მაინც უნდა ჰკითხონ - სურთ თუ არა, მათ გვერდით კანონიერი ქურდები ცხოვრობდნენ

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაში მოსახვედრად ძალიან ბევრმა ადამიანმა გარკვეული თანხა გადაიხადა.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ არა, საზოგადოებას მაინც უნდა ჰკითხონ -  სურთ თუ არა, რომ კანონიერი ქურდები მათ გვერდით ცხოვრობდნენ.

„თუმცა, მსგავს გადაწყვეტილებებს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაში მოსახვედრად ძალიან ბევრმა ადამიანმა გარკვეული თანხა გადაიხადა“, - დასძინა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ  უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ  ე.წ. „კანონიერი ქურდები“  მათი შეხედულებების გამო, აღარ უნდა დაისაჯონ.