“ხელისუფლებას არც დამოუკიდებელი სასამართლო და არც დამოუკიდებელი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სურს

“ხელისუფლებას არც დამოუკიდებელი სასამართლო და არც დამოუკიდებელი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სურს

ახალ ხელისუფლებას არც დამოუკიდებელი სასამართლო და არც დამოუკიდებელი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სურს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს მიმართ, მინისტრი ასეთ დამოკიდებულებას არ უნდა იჩენდეს.

„დღეს, სასამართლოს ნამდვილად აქვს შანსი, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე დამოუკიდებელი გახდეს და როცა ამას აღმასრულებელი ხელისუფლება ხელს უშლის, გამოდის, რომ მას დამოუკიდებელი სასამართლო არ სურს. როცა დღის წესრიგში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის საკითხი დგება, რაც მოქმედი სამეურვეო საბჭოს დათხოვნას ითვალისწინებს, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მოქმედ ხელისუფლებას დამოუკიდიებელი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ უნდა“,  - დასძენს დაჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სასამართლო ხელისუფლებას ოპოზიციაში უდგას.