თეატრებთან დაკავშირებით, ქანთარია ინიცირებულ პროექტს უკან იწვევს

თეატრებთან დაკავშირებით, ქანთარია ინიცირებულ პროექტს უკან იწვევს

დეპუტატი ნუკრი ქანთარია  თეატრებთან დაკავშირებით ინიცირებულ პროექტს  უკან გაიწვევს და მის ნაცვლად, სრულიად ახალი  -  „პროფესიული თეატრების შესახებ“  კანონპროექტის მომზადება მოხდება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქანთარიამ განაცხადა, პარლამენტში „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ კანონპროექტია ინიცირებული, რომლის მიხდევითაც, თეატრის მართვას სამხატვრო ხელმძღვანელი განახორციელებს, რომელიც იმავდრიულად შემოქმედებით საქმიანობაზე იქნება პასუხისმგებელი.

მისი თქმით, ინიცირებულ ცვლილებებს  ბევრი შენიშვნა მოჰყვა და პროფესიონალების რჩევის გათვალისწინებით, პროექტს უკან გაიწვევს.

„პარლამენტში კი ახალი - „პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონპროექტი შევა. მომზადებული ინიციატივა თვისობრივად განსხვავებულია იმით, რომ თუ აქამდე სახელმწიფო -  როგორც დამფუძნებელი, თეატრის მმართველთან დებდა შეთანხმებას, ხოლო მმართველს როგორც მენეჯერსა და პირველ პირს ხელოვანები და შემოქმედები უნდა მოეწვია, ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ თეატრის პირველი პირი ხელოვანი უნდა იყოს, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა“, - განმარტავს დეპუტატი.