მერაბიშვილმა საქართველოში ჩეხეთის ელჩს უმასპინძლა

მერაბიშვილმა საქართველოში ჩეხეთის ელჩს უმასპინძლა

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საქართველოში ჩეხეთის ელჩს, ივან იესტრაბს შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში -  Facebook ყოფილი პრემიერ-მინისტრი თავად ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

„საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს“, - დასძენს მერაბიშვილი.