საპატიმროები უკვე 3 849-მა ამნისტირებულმა პატიმარმა დატოვა

საპატიმროები უკვე 3 849-მა ამნისტირებულმა პატიმარმა დატოვა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, საპატიმროები უკვე 3 849-მა ამნისტირებულმა პატიმარმა დატოვა.

უწყების ცნობით, 25 იანვრიდან 27 იანვრის პერიოდში, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 939

„2013 წლის 27 იანვრის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 3 849 ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 133-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა და 3-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა“, - აცხადებენ სამინისტროში.

სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, ჯამში საპატიმრობეს 5 ათასზე მეტი პატიმარი დატოვებს.