თავდაცვის სამინისტროს იტალიის ელჩი და სამხედრო ატაშე ეწვივნენ

თავდაცვის სამინისტროს იტალიის ელჩი და სამხედრო ატაშე ეწვივნენ

თავდაცვის სამინისტროს დღეს საქართველოში აკრედიტებული იტალიის ელჩი, ფედერიკა ფავი და სამხედრო ატაშე, კონტრ-ადმირალი ემანუელ ბოტაზი ეწვივნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, იტალიელი დიპლომატები საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ მიიღო. პოლკოვნიკმა ძნელაძემ იტალიელ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

დღესვე, მათ თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე, ლევან დოლიძესთან შეხვედრა გამართეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე და ISAF-ის მისიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დოლიძე იტალიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერეპქტივების შესახებ ესაუბრა.