მუსიკალური გამოცემა “Contact Music”-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჯგუფი “Queen”-ის ლეგენდარული ვოკალისტი ფრედი მერკური “Asian Awards”-ის ერთ-ერთი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.
მუსიკოსი დაჯილდოვდა მსოფლიო კულტურის განვითარებაში გაწეული დიდი ღვაწლისათვის. ამ პრიზის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს ლონდონში გაიმართა. მას ესწრებოდნენ მერკურის ოჯახის წევრები და “Queen”-ის გიტარისტი ბრაიან მეი.
“Asian Awards”-ის საპატიო ჯილდოები ყოველ წელს გადაეცემათ კინოსა და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე აზიური ფესვების მქონე გამოჩენილ პიროვნებებს. ფრედი მერკურის გარდა დაჯილდოვდნენ სიტარაზე დაკვრის ვირტუოზი, კომპოზიტორი რავი შანკარი და მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი მირა საია.
ფრედი მერკური (ნამდვილი სახელი ფარუხ ბულსარა) ზანზიბარშია დაბადებული. დაწყებითი განათლება ინდოეთის ქალაქ პანჩგინში მიიღო. 1964 წელს მისი მშობლები დიდ ბრიტანეთში გადასახლდნენ. მუსიკალური კარიერა ფრედი მერკურიმ 1969 წელს დაიწყო.
“Queen”-თან ერთად 15 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებეული. ამათგან უკანასკნელმა, “Made in Heaven” დღის სინათლე 1995 წლის ნოემბერში იხილა, მუსიკოსის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ.