წულუკიანი: სასამართლო საქართველოს  ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციაშია

წულუკიანი: სასამართლო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციაშია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ სასამართლო საქართველოს  ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციაშია.

როგორც ჟურნალისტებს წულუკიანმა განუცხადა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა - ცეზარ ჩოჩელის, პატარიძისა და ქელბაქიანის პატიმრობაში ყოფნის შესახებ და ისინი გირაოთი გამოუშვა.

„ეს პირები, პოლიტიკური ნიშნით დევნილები არ არიან. დღეისათვის სასამართლო არის ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციაში. მას ადრე მსგავსი პოზიცია არ ჰქონდა და გირაოთი ბრალდებულებს არ უშვებდა”, - დასძინა მინისტრმა.

ამას გარდა, მინისტრი მოსამართლეებს მოუწოდებს - გათავისუფლდნენ და მოემზადონ იმ დიდი ცვლილებებისთვის, რასაც პარლამენტში შესული კანონპროექტი ითვალისწინებს.

წულუკიანის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში,  ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს  შეხვდება და აუხსნის - თუ როგორ გაითვალისწინეს მათი რეკომენდაციები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

„ეს რეფორმა ჩატარდება და მოსამართლეები  დამოუკიდებლები გახდებიან“, - დასძენს მინისტრი.