ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ დარჩენილ ბოლო ბრალდებაზე სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ დარჩენილ ბოლო ბრალდებაზე სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ დარჩენილ ერთ ბრალდებაზე - სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ 23 იანვარს, საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ მიიღო. 
ოქრუაშვილს აღნიშნულ საქმეში ბრალი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფოსთვის ფუჭი ვაზნების შეძენაში ედება და დღეს სწორედ აღნიშნული ვაზნების ნივთმტკიცებებების სახით გამოკვლევა უფლისციხის სამხედრო ბაზაზე იგეგმება. 
"საქმეზე ნივთმტკიცებად 63 მილიონი ვაზნაა ცნობილი და მათი ადგილზე დათვალიერება ჩვენი ინიციატივით მოხდება", - აცხადებს ოქრუაშვილის ადვოკატი ზვიად კორძაძე. 
საქართველოში დაბრუნებისას ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი 4 ეპიზოდში ედებოდა. მას 3 ბრალდება პროკურატურამ უკვე მოუხსნა.