ვოლსკი: ტერმინი „ოკუპაცია“ ყველა დოკუმენტში აუცილებლად დარჩება

ვოლსკი: ტერმინი „ოკუპაცია“ ყველა დოკუმენტში აუცილებლად დარჩება

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის, გიორგი ვოლსკის მტკიცებით, ტერმინი „ოკუპაცია“ ყველა დოკუმენტში აუცილებლად დარჩება.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციიდან ტერმინ - „ოკუპაციის“ ამოვარდნა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის.

„ხომ რა შეიძლება, რომ მთელი ცხოვრება ოკუპაციასთან და მარიონეტებთან დაკავშირებით ილაპარაკო და ამით დეოკუპაციის პროცესი ჩიხში შეიყვანო? მოდით,  ახლა დეოკუპაციასა და ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე დავიწყოთ საუბარი და იმ პროცესების განვითარებას ხელი არ შევუშალოთ, რამაც შეიძლება სამშვიდობო პროცესები გააღვიძოს და განავითაროს. ჩვენ გამარჯვებად არ უნდა ჩავთვალოთ - თუ მკაცრი ენა იქნება რეზოლუციაში გამოყენებული. ვფიქრობ, რომ სწორი იქნება - თუ ამ რეზოლუციაში შეფასება - ოკუპაცია ნებისმიერი ფორმით, ან დაბრუნებასთან,  არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იქნება დაფიქსირებული, მაგრამ ამავე დროს, მისაღები იქნება -  თუ ის იმისკენ მიგვანიშნებს,  რომ ამით ცხოვრება არ დამთავრებულა და ქართველებს,  ოსებსა და აფხაზებს ერთმანეთთან საუბრის რესურსი კიდევ გააჩნიათ“, - დასძენს კანონმდებელი.