ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტა საორგანიზაციო საკითხებს უკავშირდება

ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტა საორგანიზაციო საკითხებს უკავშირდება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი თავდაცვის მინისტრ  ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტას საორგანიზაციო საკითხებს უკავშირებს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, თავდაცვის მინისტრს საკმაოდ დიდი ამოცანები და მოვალეობები აქვს იმისთვის, რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, ვიცე-პრემიერის ფუნქციაც შეასრულოს.

„ვფიქრობ, რომ ეს საორგანიზაციო გადაწყვეტილებაა, რომლის უკან არავითარი პროცესები არ დგას. სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით,  კოალიციაში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას შორის დისკუსიები არაერთხელ გამართულა და დისკუსიები იმართებოდა მაშინაც,  როდესაც კოალიცია წინასაარჩევნო პროგრამას აყალიბებდა. მსგავსმა დისკუსიებმა საკმაოდ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა და კოალიციაში საერთო პოზიციებზე შეთანხმდნენ“, - აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის მოვალეობა შეუწყდა.