„ნაცები“ ბობოხიძის ფრაქციის გადარჩენას ცდილობენ

„ნაცები“ ბობოხიძის ფრაქციის გადარჩენას ცდილობენ

„ნაციონალური მოძრაობა“ აკაკი ბობოხიძის ფრაქციის - „მაჟორიტარების“ გადარჩენას ცდილობს.

For.ge-ს ინფორმაციით, საგაზაფხულო სესიაზე „მაჟორიტარების“ დატოვებას ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე გეგმავს და თუ ბოლქვაძემ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ბობოხიძის ფრაქცია დაშლის წინაშე აღმოჩნდება, რადგან ამ დროისთვის, ფრაქციაში ექვსი დეპუტატია, რეგლამენტით კი, ფრაქციის არსებობისთვის  ექვსი კვოტაა საჭირო.

ფრაქციის დატოვების შესახებ  ინფორმაციას ბოლქვაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს.

„ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - დასძენს ბოლქვაძე.

დღეს კი, ფრაქციის კვოტის გაზრდის თაობაზე თავად აკაკი ბობოხიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ  დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ზაზა კედელაშვილი ფრაქცია გოკა გაბაშვილის ფრაქცია - „ნაციონალური მოძრაობიდან“ ფრაქცია „მაჟორიტარებში“ ერთიანდება, ხოლო, ახალციხის მაჟორიტარი ვაჟა ჩიტაშვილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“  ფრაქცია „რეგიონებში“ გადადის.

შეგახსენებთ, რომ უმცირესობის რიგები რვა დეპუტატმა უკვე დატოვა. მათ შორის, ცოტა ხნის წინ, აკაკი ბობოხიძის ფრაქცია იაშა შერვაშიძემ დატოვა, რომელიც დამოუკიდებელი მაჟორიტარია, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, უმცირესობიდან გასული გოჩა ენუქიძე ფრაქციის შექმნას აპირებს, რის გამოც, უმცირესობის წევრებთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს და არ არის გამორიცხული, უმცირესობის რიგები კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს. ამ ფაქტით კი, უმრავლესობას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი ეძლევა.