ქართველი კანონმდებლები ჟან კლოდ მინიონს შეხვდნენ

ქართველი კანონმდებლები ჟან კლოდ მინიონს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეხვედრებს მართავენ.

ევროსაბჭოში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები - თედო ჯაფარიძე, თინათინ ხიდაშელი და ირაკლი ჩიქოვანი ასამბლეის პრეზიდენტს ჟან კლოდ მინიონს შეხვდნენ.

თავის მხრივ, ჟან კლოდ მინიონი ახალ დელეგაციას მიესალმა და შეხვედრაზე, საუბარი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ევროპის საბჭოს როლის ზრდასა და გააქტიურებას შეეხო.