300-ზე მეტ დევნილს რეგიონებში  საცხოვრებელი ფართი  1 ლარად გადაეცემა

300-ზე მეტ დევნილს რეგიონებში საცხოვრებელი ფართი 1 ლარად გადაეცემა

300-ზე მეტ დევნილს საცხოვრებელი ფართი საქართველოს რეგიონებში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა.

როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინსიტრმა დავით დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მინისტრის ინფორმაციით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და დაახლოებით ერთ თვეში საცხოვრებელ ფართებს კიდევ ბევრი დევნილი დაიკანონებს.

დარახველიძის განმარტებით, ის პოლიტიკა რომელიც მთავრობამ დევნილებთან მიმართებაში გამოაცხადა, გეგმის მიხედვით ხორციელდება.

"რაც შეეხება ფართების განაწილების საკითხს, ამაზე სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა იზრუნა. ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება ყველა მომენტი, მათ შორის საცხოვრებელი ადგილი, სულადობა, დასაქმება და სხვა მაჩვენებელი რაც დევნილთა მდგომარეობას ახასიათებს", - აღნიშნა დავით დარახველიძემ.