აჭარაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

აჭარაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რომან შ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განთიადში მცხოვრები, 1986 წელს დაბადებული მანუჩარ დოლიძე, ამავე რაიონის სოფელ ახალშენში, ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა. საღამოს, დაახლოებით, 18:00 საათზე, იმ სახლთან, სადაც დოლიძე იმყოფებოდა, რომან შ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რამდენიმე თვითმხილველის თვალწინ, ის მუცლის არეში დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული, მომხდარიდან რამდენიმე საათში, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით აღიძრა. დაკავებული, ამ დროისთვის, ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია