დარჩიაშვილი: რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აღდგენასთან დაკავშირებით, კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს

დარჩიაშვილი: რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აღდგენასთან დაკავშირებით, კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აღდგენის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.

როგორც from.ge-ს დარჩიაშვილმა განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, დახურული გზების გახსნის წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა.

„თუმცა, როცა გზა იღება, უნდა ვიკითხოთ - ვინ აღებს? რის ფასად ვაღებთ? რას ვიძლევით საპასუხოდ? და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხები კი, არ ვიცით. ეს იდეა ედუარდ შევარდნაძის დროსაც არსებობდა, მაგრამ ამ კითხვებზე არ იყო პასუხები“, - დასძენს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ტიგრან სარქისიანთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა,  რომ აფხაზეთის გავლით რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აღდგენა შესაძლებელია და აღნიშნა,  - „ჩვენ ამ პრობლემის სწრაფად გადაწყვეტაზე უნდა ვიმუშაოთ“.