გაბაშვილი: ივანიშვილის განცხადება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე მიუთითებს

გაბაშვილი: ივანიშვილის განცხადება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე მიუთითებს

რადიო „თავისუფლების“ სომხური რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე მიუთითებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს  სურვილი, რომ  ნატოს წევრი გახდეს - განსაზღვრულია ქვეყნის მოსახლების მიერ, რეფერენდემის გზით.

„შესაბამისად,  ყველანაირი განცხადება იმის თაობაზე,  რომ საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკაში მაგალითი სხვა ქვეყნები იქნებიან,  საქართველოსთვის სახიფათოა,  რადგან მას თავის სახელმწიფო ინტერესები გააჩნია და სხვა ქვეყნებს – თავისი. სხვა ქვეყნების მაგალითებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შემუშავება და განვითარება, სახიფათოა. ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, პრაქტიკულად 180 გრადისით შემოტრიალებაა იმ კურსიდან, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს აღებული“, - დასძენს დეპუტატი.

უმცირესობა მოითხოვს  განმატებები გაკეთდეს - თუ რა იგულისხმება ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებში.