პარლამენტი რიგგარეშე ფორმატში მუშაობას ასრულებს

პარლამენტი რიგგარეშე ფორმატში მუშაობას ასრულებს

პარლამენტი დღეს, რიგგარეშე სხდომებს დახურავს. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, თუ  სესია ოფიციალურად დღეს არ დაიხურა, ამ შემთხვევაში, რეგლამენტის მიხედვით, მომავალ კვირას ბიუროს სხდომის გამართვა  სავალდებულო იქნება.

უსუფაშვილის განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ კანონმდებელთ დიდი ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციებში მიდიან, სხომების გამართვა შეუძლებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ დღეს რიგგარეშე სხდომები დახიურება და პარლამენტი საგაზაფხულო სესიას თებერვლის პირველ სამშაბათს გახსნის.