სიტყვა „ტრანსლაცია“ კანონმდებელთა გაუგებრობას იწვევს

სიტყვა „ტრანსლაცია“ კანონმდებელთა გაუგებრობას იწვევს

სიტყვა „ტრანსლაცია“ კანონმდებელთა გაუგებრობას იწვევს, რის გამოც, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ კანონპროექტში სიტყვა „ტრანსლაცია“ ტერმინით - „ეთერში გადაცემა“ შეიცვალა.

როგორც დღევანდელ რიგგრეშე სხდომაზე, ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას,  იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ებრალიძემ განაცხადა, ორგანული კანონის პირველი მოსმენით განხილვისას, თინა ხიდაშელმა დასვა საკითხი, „ტრანსლაცია რა ნიშნავსო“.

„თუ გახსოვთ, მაშინ მართლა იყო გაუგებრობა. ეს სიტყვა, რომელიც თავის დროზე ყოფაში საკმარისად დამკვიდრებული იყო, თანდათან კვდება. იშვიათად თუ გაიგებთ, მას ვინმე ხმარობდეს. შესაბამისად, ჯობია, კანონშიც თუ ჩაიწერება - „ეთერში გადაცემა“,  რომელიც ბევრად უფრო გასაგებია“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

 შეგახსნებთ, რომ ცვლილებებით, ყოფილ თუ მოქმედ სახელმწიფო თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები ნაფიცმსაჯულთა განსჯადი სფერო ხდება. აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.