ილია მეორე ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებს მიიღებს

ილია მეორე ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებს მიიღებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებს მიიღებს და დალოცავს.

უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის განცხადებით, უწმინდესი პატიმრებს სამების საკათედრო ტაძარში მიიღებს.

მისივე თქმით, ილია მეორეთან დღეს ყველა პოლიტპატიმარი მივა, გარდა ორი ყოფილი პატიმრისა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა, მეორეს  ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონით, 13 იანვარს საპატიმროები პოლიტპატიმრებად აღიარებულმა 190 ადამიანმა დატოვა.