ვახტანგ მაისაია ნატოს გენერალურ მდივანს მიმართავს

ვახტანგ მაისაია ნატოს გენერალურ მდივანს მიმართავს

ამნისტიის შედეგად პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული  პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სამხედრო ექსპერტი,  ვახტანგ მაისაია ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგრასმუსენს მიმართვას უგზავნის და მისი საქმით დაინტერესებას სთხოვს.

ამის შესახებ მაისაიამ დღეს  "For.ge"-ს პრეს-კლუბში ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას  განაცხადა.

 მისი სურვილია, ნატო-ს ხელმღვანელობამ მიიღოს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას ბრალი არა რუსეთის, არამედ ნატო-ს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ედებოდა.

ვახტანგ მაისაია მოითხოვს,  მის საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნას. მაისაიას განცხადებით, რომ მის საქმესთან დაკავშირებით დარღვეულია კონსტიტუცია და ძალიან ბევრ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

"მიშა და მაგათი ბანდა რომ სისულეებს ლაპარაკობდა, ეს ყველაფერი გამოჩნდა. მე რუსეთის ჯაშუშობას არ მაბრალებდნენ. საქმეში წერია, რომ მე ვიყავი ნატო-ს სპეცსამსახურების ჯაშუში. გასცეს მიხეილ სააკაშვილმა პასუხი ნატო-ს გენერალურ მდივანს ამ ყველაფერზე.

სწორედ ეს აშინებდა სააკაშვილს, რომ ეს ფაქტი არ გაჟღერებულიყო, მე ამის თქმა ციხეშიც მინდოდა. ვცდილობდი ხმა მიმეწვდინა, ჩემი მეგობრებისთვის ბრიუსელში, თუმცა სასჯელაღსრულების ხელმძღვანელობის მხრიდან ამის გამო ჩემზე განხორციელდა არნახული რეპრესიები და 3 000-მდე პატიმარი საფრთხის ქვეშ მოექცა. მინდა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ჩემს საქმეს ყურადღება მიაქციოს, სააკაშვილის რეჟიმმა, რომელიც აცხადებდა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე იყო, დააპატიმრა ამ კურსის გამტარებელი ადამიანი და მას 20-წლიანი კატორღა გამოუწერა", - განაცხადა მაისაიამ.

ნატო-ს გენერალური მდივნის სახელზე მომზადებულ მიმართვა დღესვე გადაეცეა ნატოს სამეკავშირეო. ასევე საქართველოში ნატო-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს.