მაჭავარიანი: თბილისის მერიის მიერ მომზადებული ვაუჩერის მოდელი უფრო შეღავათიანია, ვიდრე ხიდაშელის ინიციატივა

მაჭავარიანი: თბილისის მერიის მიერ მომზადებული ვაუჩერის მოდელი უფრო შეღავათიანია, ვიდრე ხიდაშელის ინიციატივა

100-ლარიანი კომუნალურ ვაუჩერის ფარგლებში, მერიის მიერ შემუშავებული მოდელი, გაცილებით მეტად შეღავათიანია, ვიდრე თინა ხიდაშელის წინადადება და დასუფთავების გადასახადის სულზე თუნდაც 2,5 ლარის ოდენობით დაწესება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, დედაქალაქის მოდელი ხუთი თვის განმავლობაში,  აბონენტებისათვის ელექტოენერგიაზე - 8.45 ლარის, ხოლო დასუფთავებისათვის - 8.40 ლარის დაფარვას გულისხმობს.

 „თბილისში მცხოვრები ოჯახებს, რომლებიც ხარჯავენ 100 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას, ასევე მათ, რომლებიც 100-დან 150 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ და აბონენტებს, რომლებიც 250-დან 300 კვტ/სთ-მდე დენს მოიხმარენ, მერიის მიერ ამოქმედებული პირობები გაცილებით მეტ შეღავათს აძლევს და ნამატში რჩებიან. მერიას ეს ერთი წლის წინ რომ გაეკეთებინა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა და ნეგატიურ დამოკიდებულებასაც არ ექნებოდა ადგილი“, - დასძენს კანონდებელი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი თინათინ ხიდაშელის მიერ ინიცირებულ პროექტზე მსჯელობს, რომლის მიხედვით, დასუფთავების გადასახადის ელექტოენერგიაზე მიბმას შეუძლებელს ხდის, ნარჩენების მომსახურებაზე მოსაკრებლის ზღვრული ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე სამ ლარამდე განისაზღვრება.