მაჭავარიანი: ენერგეტიკისა სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის პოლიტიკური ბრძოლა მიდის

მაჭავარიანი: ენერგეტიკისა სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის პოლიტიკური ბრძოლა მიდის

დედაქალაქის მერიას სურს, რომ მის მიერ შემოღებულ 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერთან დაკავშირებით, საგადასახადო ქვითარზე შესაბამისი წარწერა იყოს გაკეთებული, რასაც  ენერგეტიკის სამინისტრო ეწინაღმდეგება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.   

მისი ინფორმაციით, საკითხზე, მთავრობასა და მერიას შორის პოლიტიკური ბრძოლა მიდის, მაგრამ კახი კალაძე მთელ თავის ენერგიას წინააღმდეგობაში ხარჯავს.

„არ დააწერენ და ნუ დააწერენ, ვაუჩერი იქნება და ჩვენ გამოვალთ და ვიტყვით, რომ ეს მერიის ვაუჩერია“, - დასძენს დეპუტატი.