პოლიტპატიმრის სტატუსით  გათავისუფლებული ირაკლი თოფურიძე დღეს დილით გარდაიცვალა

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ირაკლი თოფურიძე დღეს დილით გარდაიცვალა

„მუხროვანის ამბოხში“ ბრალდებული და პოლიტპატიმრის სტატუსით 13 იანვარს გათავისუფლებული ირაკლი თოფურიძე დღეს დილით გარდაიცვალა. ამის შესახებ, ინფორმაცია უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ  გაავრცელა.

კაკაბაძის განცხადებით, თოფურიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას უკვე ძალიან მძიმე იყო და იგი ფაქტობრივად მიცვალებული გამოიყვანეს.

"დღეს გარდაიცვალა პოლიტპატიმარი ირაკლი თოფურიძე, რომელიც 13 იანვარს გათავისუფლდა. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ფაქტობრივად, მიცვალებული გამოიყვანეს, იმდენად არაადამიანურ პირობებში უწევდა იქ ყოფნა", -განაცხადა კაკაბაძემ.

13 იანვარს, ამნისტიით 190 პოლიტიკური სტატუსის მქონე პირი   გათავისუფლდა.