საბავშვო ბაღებში საფასურის შემოღება კანონმდებლობით იკრძალება

საბავშვო ბაღებში საფასურის შემოღება კანონმდებლობით იკრძალება

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენა თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებად განისაზღვრება, ხოლო რაიმე საფასურის შემოღება აიკრძალება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები - „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“   და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ კანონებში შედის, რომლის ავტორიც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელია.

ხიდაშელის მიერ მომზადებული წინადადებით, კანონებში ჩაიწერება, რომ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ძირითად სასწავლო-აღმზრდელობითი და კვებითი მომსახულებისთვის გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება, აკრძალულია.

ამას გარდა, ცვლილებით,  საბავშვო ბაღებში სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებსა და სამუშაო რეჟიმის დებულებას, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულო დაამტკიცებს.

კერძოდ, ცვლილებებით, სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი პროგრამის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები -  ორი თვიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისათვის იქმნება და ასაკის გათვალისწინებით ჯგუფურად კომპლექტდება.

პროექტით, დაწესებულებები უნდა ახორცილებდნენ საგანმანალთლებლო და ფიზიკური აღზრდის სპეციალურ პროგრამებს, რომელიც შედგენილი უნდა იყოს ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის და მიმართული უნდა იყოს გონებრივი და ფიზიკური განმტკიცებისა და ბავშვის ორგანიზმის ფუნქციური შესაძლებლობების სრუყოფისაკენ.

ამასთან, ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაღალხარისხიანი სასმელი წყლითა და ცხელი წყლით, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვთა სრულფასოვანი და მრავაკლფეროვანი კვებით და ექიმის მომსახურებით.