უმცირესობა მაია ფანჯიკიძეს  პარლამენტში იბარებს

უმცირესობა მაია ფანჯიკიძეს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს იბარებს.

მთავრობის წევრის საკანონმდებლო ორგანოში მოსვლის მოთხოვნით, უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა დღეს, პარლამენტის კანცელარიაში განცხადება შეიტანა.

მინაშვილის შეფასებით, მაია ფანჯიკიძე არაკვალიფიციური მინისტრია, რომელსაც ქვეყანა იზოლაციისაკენ მიჰყავს.

„ორი თვის განმავლობაში, საზოგადოებამ დაინახა, რომ ფანჯიკიძე არაკვალიფიური მინისტრია, რომელსაც საქართველო იზოლაციისაკენ მიჰყავს და ქვეყნის იმიჯს ლახავს. მისი საქმიანობის შედეგად, ურთიერთობა გაგვიმწვავდა სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ასევე პრობლემები გვაქვს აშშ-სთან, ნატოსთან და ევროკავშირთან. მინისტრს პარლამენტში ვიბარებთ და ვითხოვთ პასუხს - რა, როგორ და რატომ მოხდა“, - აცხადებს მინაშვილი.

მინაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა მაია ფანჯიკიძე მინისტრის პოსტიდან უნდა გადააყენოს.