ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს ცალ-ცალკე მოათავსებენ

ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს ცალ-ცალკე მოათავსებენ

მომავალში, ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს ცალ-ცალკე მოათავსებენ.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება - „პატიმრობის კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. ცვლილებების ინიცირება კი, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

პარლამენტში წარდგენილი წინადადებით, ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს ცალ-ცალკე მოათავსებენ. ხოლო, ადმინისტრაცია ვალდებულია ამ პირთა ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ზომები მიიღოს.

პროექტით, ეს წესი შეიძლება გავრცელდეს სხვა ბრალდებებზეც გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.

ცვლილებების ავტორთა შეფასებით, კანონპროექტის მომზადების მიზეზი მოქმედი რეგულაციაა, რომლის თანახმად, თუ არ არსებობს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს მიერ სპეციალურად მიღებული გადაწყვეტილება, შესაძლებელია ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების ერთად მოთავსება, რაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია, ვინაიდან, ამ შემთხვევაში მაღალია იმის რისკი, რომ ბრალდებულების ურთიერთშეთანხმებით ან/და ერთი ბრალდებულის მიერ სხვა ბრალდებულზე განხორციელებული ზეწოლის ან სხვაგვარი ზემოქმედების შედეგად ხელი შეეშალოს საქმეზე მტკიცებულებათა მოპოვებას.