ეკა ბესელია პროკურატურას მიმართავს პოლიტპატიმართა საქმეებს „გრიფით საიდუმლო“ მოხსნას

ეკა ბესელია პროკურატურას მიმართავს პოლიტპატიმართა საქმეებს „გრიფით საიდუმლო“ მოხსნას

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მთავარ პროკურატურას მიმართავს „გრიფით საიდუმლო“ იმ საქმეებს მოეხსნას, რომელიც ხელოვნურად იყო გასაიდუმლოებული.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, კომიტეტი დაინტერესებულია, რომ  ყველა საქმე, რომელიც ჯაშუშური ბრალდებით იყო განხილული  და რომლის მსჯავდებული პირებიც პოლიტპატიმართა სიაში მოხვდნენ, საჯარო გახდეს.

„პროკურატურას მივმართავ, რომ იმ საქმეებს „გრიფით საიდუმლო“ მოეხსნას, რომელიც ხელოვნურად იყო გასაიდუმლოებული და რეალურად, არაფერი იყო გასასაიდუმლოებელი. საზოგადოება საჯარო განხილვებისას დარწმუნდება, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა ჯაშუშებთან, არამედ პოლიტიკური ძალის მიერ უნიჭოდ და  უგემოვნოდ დადგმულ სპექტაკლთან. ამ სპექტაკლის მონაწილეები კი, არიან ადამიანები, რომლებიც მსხვეპრლად იქცნენ“, - დასძინა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 190 ადამიანს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, ხოლო 25 პირს - პოლიტდევნილის.