ნუკრი ქანთარია სასესიო კვირას, პოლიტიკური განცხადებების ყოველდღიურ რეჟიმში გაკეთებას ითხოვს

ნუკრი ქანთარია სასესიო კვირას, პოლიტიკური განცხადებების ყოველდღიურ რეჟიმში გაკეთებას ითხოვს

დეპუტატი ნუკრი ქანთარია პარლამენტში, სასესიო კვირას, პოლიტიკური განცხადებების ყოველდღიურ რეჟიმში გაკეთებას ითხოვს.   

როგორც ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილმა განუცხადა, პარლამენტში, რომელიც პოლიტიკური დაწესებულებაა, პოლიტიკური განცხადებები უნდა კეთდებოდეს, თუმცა,  თუ აქცენტის გადატანა მხოლოდ ამაზე მოხდება, საკანონმდებლო მუშაობის პროცესი ძალიან დაზარალდება.

რეგლამენტის მიხედვით,             პარლამენტში განცხადებებისთვის სასესიო კვირის ოთხშაბათია განსაზღვრული და დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, კანონმდებლებს განცხადებებისათვის 30 წუთი ეთმობათ.  

შეგახსენებთ, რომ ნუკრი ქანთარიამ სხდომებზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება რამდენჯერმე იმ დროს მოითხოვა, როდესაც, დავით უსუფაშვილი იძულებული გახდა მიკროფონის ჩართვაზე მისთვის უარი ეთქვა.  “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიმართა გაკეთებული განცხადები გამო კი, უსუფაშვილს ბოდიშის მოხდაც მოუწია.