ბესელია: საპატრიარქო ერთადერთი სივრცეა,  სადაც შეიძლება ისე წარმოჩინდეს ყველაზე შეუთავსებელი ძალები, როგორც წარმოჩინდა

ბესელია: საპატრიარქო ერთადერთი სივრცეა, სადაც შეიძლება ისე წარმოჩინდეს ყველაზე შეუთავსებელი ძალები, როგორც წარმოჩინდა

პატრიარქი ის ადამიანია, რომელიც ყველას გვაიძულებს, რომ მასთან ყოფნის დროს მაინც ერთმანეთთან დაახლოვების გზა ვეძებოთ, ყოველ შემთხვევაში, შინაგანი  განწყობები დავძლიოთ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიაროში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.

„ამ ყველაფერს ვუკავშირებ მისი უწმინდესობის განსაკუთრებულ მადლს, როლს და მისდამი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. თავს ვერავინ მისცემს უფლებას, რომ  როდესაც, პატრიარქთან არის იფიქროს და ადგილი დარჩეს პირად და პოლიტიკურ განზრახვებზე. პატრიარქი ის ადამიანია, რომელიც ყველას გვაიძულებს, რომ მასთან ყოფნის დროს მაინც, ერთმანეთთან დაახლოვების გზა ვეძებოთ, ყოველ შემთხვევაში,  შინაგანი განწყობები დავძლიოთ. პრემიერ-მინისტრი კი ის ადამიანია, რომელსაც პატრიარქისადმი განსაკუთრებული პატივისცემა აქვს  და ეს არ არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკური პოზიციები უნდა გამოიხატებოდეს. საპატრიარქო ერთადერთი სივრცეა,  სადაც შეიძლება ისე წარმოჩინდეს ყველაზე შეუთავსებელი ძალები, როგორც წარმოჩინდა“, - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საპატრიარქოში მიღება გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრნენ.