პარლამენტს საფრანგეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე ეკატერინე  სირაძე - დელონეს კანდიდატურა წარედგინა

პარლამენტს საფრანგეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე ეკატერინე სირაძე - დელონეს კანდიდატურა წარედგინა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს მხოლოდ ერთი ელჩის კანდიდატურა წარუდგინა.

საკანონმდებლო ორგანოს საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანანმდებობაზე და ასევე იუნესკოში ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლად  ეკატერინე სირაძე – დელონეს კანდიდატურა წარედგინა.

სირაძე–დელონეს კანდიდატურა დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება, კანდიდატზე კი კომიტეტებში იმსჯელებენ, რის შემდეგაც, დეპუტატები კანდიდატს სხდომაზე დაამტკიცებენ.