გიორგი დემეტრაძე: დღემდე არ ვიცი, რეალურად რის გამო ვიჯექი ციხეში

გიორგი დემეტრაძე: დღემდე არ ვიცი, რეალურად რის გამო ვიჯექი ციხეში

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ სასჯელაღსრულების #12-ე დაწესებულება უკვე დატოვა.

საპატიმროდან გამოსულმა გიორგი დემეტრაძემ ჟურნალისტებტან პირველი  კომენტარი გააკეთა. ფეხბურთელის განცხადებით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის გათავისუფლებას ელოდა. გიორგი დემეტრაძეს მოსახდელი წელიწადი და შვიდი თვე ჰქონდა დარჩენილი. მისთვის დღემდე უცნობია თუ რა მიზეზით იჯდა ციხეში.

"ძალიან აღელვებული ვარ დღევანდელი მომენტით. იმედი მაქვს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას სხვა პატიმრებიც დატოვებენ. აქ ძალიან ბევრი ავადმყოფი და უკანონო პატიმარია. რაც შეეხება ჩემს დაკავებას, მე დღემდე არ ვიცი, რეალურად რის გამო ვიჯექი ციხეში", - განაცხადა დემეტრაძემ.

მისივე თქმით, ციხეში ხდებოდა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, თუმცა ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. როგორც დემეტრაძემ აღნიშნა, ეს მიდგომა ციხეში ბოლო პერიოდში შეიცვალა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, მისი შემდგომი საქმიანობა სად გაგრძელდება.