მაია ფანჯიკიძე ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა.   

" საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციით, შეხვედრაზე  მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  საუბარი ასევე საერთაშორისო დონის აქტუალურ თემებს შეეხო. 

 "ლიტვაში ვიზიტი იყო წარმატებული და ძალზედ ნაყოფიერი. ლიტვა არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს საგარეო კურსისადმი მხარდაჭერა. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელი მოეწერა ლიტვა-საქართველოს შორის ევეროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქარტიის ფარგლებში, ლიტვა-საქართველოს კომისიის 2013 წლის სამოქმედო გეგმას. ეს არის უნიკალური მოვლენა და ჩვენ ბევრ ქვეყანასთან არ გვაქვს ასეთი ურთიერთობა. მაღალი დონის შეხვედრებისას მათ, განსაკუთრებით კი საგარეო საქმეთა მინისტრმა, აღნიშნეს, რომ ლიტვა მომავალშიც გააგრძელებს  საქართველოს მხარდაჭერას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატოს", - განაცხადა საქართველოს სგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტის დასასრულს. 

 ლიტვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, მაია ფანჯიკიძემ შეხვედრები ასევე ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან, პარლამენტის თავმჯდომარე  ვიდას გედვილასთან  და საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ანტანას ლინკევიჩიუსთან  გამართა.