ბიძინა ივანიშვილი მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა კონსტანტინეპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსი, მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს პირველი სახელმწიფო კანცელარიაში მიიღო.

 დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სერბეთის, ბულგარეთის, ალექსანდრიის, კონსტანტინოპოლის, რუსეთის, ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლები და მღვდელმთავრები შედიან, საქართველოს, კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესისი ილია მეორეს საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ეწვია.

 ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს ვიზიტისთვის, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებს უკავშირდება და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხისთვის კათოლიკოს-პატრიარქის იუბილე საყოველთაო ზეიმია.

 კანცელარიაში გამართულ შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესწრებოდა.