Huawei-მ თანამედროვე გამოწვევებს ახალი ფლაგმანური პროდუქტების გამოშვებით უპასუხა

Huawei-მ თანამედროვე გამოწვევებს ახალი ფლაგმანური პროდუქტების გამოშვებით უპასუხა

Huawei-მ თანამედროვე გამოწვევებს ახალი ფლაგმანური პროდუქტების გამოშვებით უპასუხა. პრეზენტაცია ლას ვეგასში, CES 2013-ზე შედგა.

კომპანიამ შექმნა ახალი, ექსტრაორდინალური და მაღალტექნოლოგიური სმარტფონები, მობილური ინტერნეტ პროდუქტები და კავშირგაბმულობის საშუალებები.

8 იანვარს, ლას ვეგასში, მსოფლიოს წამყვანმა კომპანიამ საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) გადაწყვეტილებების მიმართულებით, CES 2013-ზე თანამედროვე ტექნოლოგიების რეალური ძალა წარმოაჩინა. ამით კომპანიამ ამბიცია გამოხატა გახდეს გლობალური ლიდერი სამომხმარებლო ელექტრონიკის ინდუსტრიაში. CES 2013 დაიწყო Huawei-ის ახალი ფლაგმანური პროდუქტების წარდგენით, მათ შორის HUAWEI Ascend Mate, Huawei Ascend D2 და HUAWEI Ascend W1, საყოფაცხოვრებო გადაწყვეტილება MediaQ და სრული LTE Car4 მოწყობილობები.

Huawei-ის პროდუქციის ანონსი CES 2013-ზე მოიცავდა ყველაზე დიდი დისპლეის მქონე ტელეფონის HUAWEI Ascend Mate-ის ლონჩინგს, რომლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა 6.1-inch HD IPS + LCD დისპლეი, 1280x720 რეზოლუცია და ეკრანის მთლიან კორპუსთან თანაფარდობა 73%, HUAWEI Ascend Mate არის სრულყოფილი მოწყობილობა როგორც საქმიანი ასევე გასართობი მიზნებისათვის.

კომპანიამ ასევე წარადგინა HUAWEI Ascend D2 რომელიც ერთ-ერთი მთავარი სიამაყე 5 ინჩიანი IPS Super Retina LCD, 1920x1080,443 PPI გაფართოების ეკრანი და 3000 mAh ელემენტია. HUAWEI Ascend D2 მახასიათებლებში აღსანიშნავია 13 MP BSI კამერა, დეტალური აღქმისა და გადაღების ტექნოლოგიით და მაღალი ISO მგრძნობელობით, ვიდრე ამ კატეგორიის სხვა სმარტფონებს გააჩნიათ.

Huawei საქართველოში 2001 წლიდან მოღვაწეობს, ხოლო სამომხმარებლო ბაზარზე 2012 წლის ნოემბრიდან დაიწყო აქტიურობა. აღნიშნული მოდელები საქართველოში სავარაუდოდ ზაფხულში იქნება ხელმისაწვდომი.