უსუფაშვილი: პრეზიდენტი ამნისტიის კანონზე ხელმოწერას არ გეგმავს

უსუფაშვილი: პრეზიდენტი ამნისტიის კანონზე ხელმოწერას არ გეგმავს

პრეზიდენტი ამნისტიის კანონზე ხელმოწერას არ გეგმავს.  ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა მას გუშინ უთხრა, რომ კანონს ხელს არ მოაწერს.

„ამნისტიის კანონზე ხელმოსაწერად პრეზიდენტს ვადა დღეს 00.00 საათამდე აქვს, მაგრამ მან გუშინ მითხრა, რომ ის კანონის ხელმოწერას არ აპირებს“, - დასძენს სპიკერი.

შეგახსენებთ, რომ თუ დღეს პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს, მაშინ ხვალიდან ხელმოწერის კონსტიტუციური ვალდებულება  პარლამენტის თავმჯდომარეს მიენიჭება,  რომელსაც ამისთვის კონსტიტუციით მაქსიმალური 5-დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული.

კანონი  ხელმოწერის შემდეგ საკნონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდება და ძალაში გამოქვეყნების დღეს,  00:00 საათიდან შევა.