ელექტრონული მართლმსაჯულების შესახებ,  საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ელექტრონული მართლმსაჯულების შესახებ, საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

სასტუმრო „რედისონში“  ელექტრონული მართლმსაჯულების შესახებ,  საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციის თემა  „გამჭვირვალობის და ეფექტურობის უზრუნველყოფა სასამართლოების ფუნქციონირების პროცესში: საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების ზეგავლენაა“.
კონფერენცია გუშინ დაიწყო და ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა.
საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან მოსამართლეები პოლონეთიდან, ავსტრიიდან, თურქეთიდან,  ფინეთიდან,  ესპანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრალიიდან, სინგაპურიდან, ნორვეგიიდან, მოლდოვადან, იტალიიდან, ყაზახისტანიდან, ყირგიზეთიდან, სერბეთიდან, ჰოლანდიიდან, მოლდოვადან, ლატვიიდან, ლიტვიდან, აზერბაიჯანიდან, საბერძნეთიდან, სლოვაკეთიდან, ტაჯიკეთიდან, გერმანიიდან.

ორგანიზატორების ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის მოსამართლეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუცვლიან სასამართლო საქმეების ელექტრონული მართვის, აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოების თანამედროვე სისტემების შესახებ. 
ამასთან, კონფერენციაზე მოწვეული სტუმრები სასამართლოებში ელექტრონული სამართალწარმოების სხვა თანამედროვე ინოვაციების, მათ შორის ელექტრონული ბიბლიოთეკის, ინტრანეტის, სასამართლო გადაწყვეტილებების მოძიებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებაც ისაუბრებენ. 
კონფერენცია საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით იმართება და დღეს დასრულდება.