საქალაქო სასამართლო ოქრუაშვილისთვის გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქალაქო სასამართლო ოქრუაშვილისთვის გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქალაქო სასამართლო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის ნაცვლად, გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოში უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულების ირაკლი ოქრუაშვილისა და იოსებ გიგუაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის - გირაოთი 10 000-10 000 ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე.

ბრალდებული იოსებ გიგუაშვილი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, ვინაიდან იგი სხვა ბრალდების სს საქმეზე ჯერ კიდევ იმყოფება პატიმრობაში, მიუხედავად აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა, მისი დარბაზიდან გათავისუფლება ვერ განხორციელდა.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ: საქმეზე უკვე დაკითხულია მოწმეთა ძირითადი ნაწილი, ასევე ამოწურულია ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა, რის გამოც მოცემულ ეტაპზე აღარ არსებობს ი. ოქრუაშვილისა და ი. გიგუაშვილის მხრიდან მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. შესაბამისად, ისეთი ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, როგორიცაა გირაო, სავსებით უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს.

ამავე სხდომაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების ხვიჩა საბაშვილის, გაბრიელ პავლიაშვილის, ზაზა ბეთლემიძის, მალხაზ კაკაშვილის, გიორგი გაბროშვილისა და თამაზ ბეგიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის - გირაოთი შეცვლის შესახებ, ვინაიდან არ არის აღმოფხვრილი ბრალდებულთა მხრიდან მიმალვისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხე.

საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს რვა ბრალდებულის მიმართ. მოცემულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა; ბრალდებულებს იოსებ გიგუაშვილს, ხვიჩა საბაშვილს, გაბრიელ პავლიაშვილს და ზაზა ბეთლემიძესა და ამჟამად ძებნაში მყოფ მალხაზ კაკაშვილს ბრალად ედებათ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; ხოლო, ბრალდებულებს გიორგი გაბროშვილსა და თამაზ ბეგიაშვილს ბრალად ედებათ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა.

საქმის არსებითი განხილვის მომდევნო სხდომა 11 იანვარს,