სააკაშვილი: სამწუხაროდ, პატრულის მიერ ქრთამის აღების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

სააკაშვილი: სამწუხაროდ, პატრულის მიერ ქრთამის აღების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

სამწუხაროდ, პატრულის მიერ ქრთამის აღების  პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე თენგიზ გუნავას  წარდგენისას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ძალიან ბევრი წარსულის კადრი, რომელიც ჯართისა და  სიგარეტის კოტრაბანდაში იყო გასვრილი, თანამდებობებზე დაბრუნდა, მათ შორის სამართალდამცავ უწყებებში.

„მაგალითად,შევარდნაძის დროინდელი, პოლიციის ყოფილი უფროსი მეტსახელად - „ყულაბა“ უწყებაში დაბრუნდა. აქ დაბრუნდა ხალხი, რომელსაც თავის დროზე,  თანანმდებობაზე დანიშვნაზე ფული ჰქონდათ გადახდილი. ეს ხალხი ახლა მასობრივად უკან ბრუნდება. სამწუხაროდ, დაფიქსირდა პატრულის მიერ ქრთამის აღების ფაქტი“, - დასძინა პრეზიდენტმა.