ბერძენიშვილი: სააკაშვილი არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ინტერესების შემსრულებელი მექანიზმია

ბერძენიშვილი: სააკაშვილი არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ინტერესების შემსრულებელი მექანიზმია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის შეფასებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ინტერესების შემსრულებელი მექანიზმია.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში  სტუმრობისას, ბერძენიშვილმა განაცხადა, სააკაშვილს ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა 20 იანვარში ეწურება, თუმცა კონსტიტუციაში არსებობს მეორე უსამართლო ჩანაწერი, რისი წყალობითაც, სააკაშვილმა ათი თვე მიიტაცა.

კანონმდებლის განცხადებით, ხალხის განწყობა გასაგებია.

„ხუთწლიანი ვადა იანვარში მთავრდება. თუმცა, არჩევნების შემდეგ  რეალობა  გვაქვს, რომელშიც სააკაშვილი იძულებული გახდა, ისე  იქცეოდეს,  როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რადგან კონსტიტუციასა და პოლიტიკურ რეალობას შორის არის შეუთავსებლობა. კონსტიტუციით სააკაშვილს აქვს სუპერ-საპრეზიდენტო ძალაუფლება, რომ მის გარეშე არაფერი უნდა წყდებოდეს, თუმცა რეალურად სააკაშვილი არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ინტერესების შემსრულებელი მექანიზმია.  დღეს უკვე არის პოლიტიკური ვითარება, როდესაც პრეზიდენტის მექანიზმად გამოყენების პირობებში ყველა არსებითად მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილის ხელისუფლება. რამდენიმე თვე ასეთი მდგომარეობა იქნება“, - აცხადებს დეპუტატი.