ზვიად ძიძიგური:  კონკურენცია ალოგიკურია, როცა კოალიციას ცალსახა ლიდერი ჰყავს

ზვიად ძიძიგური: კონკურენცია ალოგიკურია, როცა კოალიციას ცალსახა ლიდერი ჰყავს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ირწმუნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობასთან დაკავშირებით,  კოალიციაში საუბარი არ ყოფილა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  ძიძიგურმა განაცხადა,  კოალიციის ერთობაში არანაირი ბზარი არ არსებობს.

„კოალიციის რომელ სუბიექტს მოუნდება არჩევნებზე ცალკე გასვლა, როდესაც  „ქართული ოცნება“ არსებობს, რომლის თავმჯდომარე ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილია? - ერთმანეთთან კონკურენცია ალოგიკურია, როცა კოალიციას ცალსახა ლიდერი ჰყავს“, - აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა, ლევან ბერძენიშვილმე  კოალიციაში შემავალი პარტიების არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლა არ გამორიცხა.