ცაგარეიშვილი: ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებიდან ბუნებრივი რესურსების სააგენტო გამოდის

ცაგარეიშვილი: ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებიდან ბუნებრივი რესურსების სააგენტო გამოდის

ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებიდან ბუნებრივი რესურსების სააგენტო გამოდის, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს დაუბრუნდება.

ამის შესახებ from.ge-ს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციი, მთავრობის შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება, რომლის საფუძველზეც ცვლილება 41 სხვადასხვა კანონში აისახება, პარლამენტის ბიუროს 14 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე წარედგინება.

„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული ლიცენზიების გაცემაზე  უფლებამოსილი იქნება და  უწყებაში ცალკე ორგანოდ სატყეო სააგენტო შეიქმნება. ამასთან, კონტროლის დანაყოფი ჩამოყალიბდება, რომელიც ბუნებრივი რესურსების გამოყენების კანონიერებას შეამოწმებს, გარემოს დაცვის კუთხით შექმნილ ვითარებას გააკონტროლებს და  ბრაკონიერობას შეებრძოლება.  ამით გარემოს დაცვის სამინისტროში უმნიშვნელოვანესი რეფორმები იწყება და სამინისტროს ყველა ბერკეტი მიეცემა  იმისთვის, რომ დაკისრებული მოვალეობა სრულფასოვნად განახორციელოს“, - აცხადებს კანონმდებელი.

შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სფეროში შემავალი რიგი სფეროები სხვადასხავა სახალმწიფო უწყებებზე გადანაწილდა.