თეა წულუკიანი:  ზურაბ ადეიშვილი ბუდაპეშტში იმყოფებოდა

თეა წულუკიანი: ზურაბ ადეიშვილი ბუდაპეშტში იმყოფებოდა

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინფორმაციით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ბუდაპეშტში იმყოფებოდა.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბუდაპეშტში მას სტუმრობდა ხოლმე არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი.

"ჩემი ბოლო ინფორმაციით, ადეიშვილი იმყოფებოდა ბუდაპეშტში, სადაც მას სტუმრად არაერთი მაღალჩინოსანი ეწვია. ნებისმიერი ბრალდებული, რომელიც არ ცხადდება საგამოძიებო ორგანოში, ამისთვის არსებობს სამართლებრივი მექანიზმი. ამაზე ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს მექანიზმი ჩაერთვება იმისთვის, რომ მოძიებული იყოს ჩემი წინამორბედი", - განაცხადა წულუკიანმა.