ალენ დელონი შვილებით ამაყობს

ალენ დელონი შვილებით ამაყობს

რამდენიმე დღის წინ გამოჩენილი ფრანგი მსახიობი, 76 წლის ალენ დელონი გამოცემა “Figaro”-ს ჟურნალისტს ესაუბრა და სიამაყით აღნიშნა, რომ მის შვილებს განსაკუთრებული ნიჭი სახელოვანი მამის მხრიდან გამოჰყვათ.

 

მუსიე ალენს ოთხი შვილი ჰყავს. მართალია მომღერალ და მსახიობ ნიკოსგან 1962 წელს გაჩენილ არის დღემდე ოფიციალურად არ აღიარებს, მაგრამ ფაქტია რომ ბიჭუნა თავის დროზე დელონის მშობლებმა გაზარდეს.

 

მსახიობის უფროსი ვაჟი ენტონი გარეგნობით მამას ჰგავს და რა გასაკვირია რომ ცხოვრებაში მისი პროფესია აირჩია. სამწუხაროდ ამჟამად 47 წლის ენტონიმ მშობლის წარმატებული კარიერა ვერ გაიმეორა. კინოფილმებში მას იშვიათად იღებენ და მეტწილად სატელევიზიო პროექტებითაა ცნობილი.

 

21 წლის ანუშკას სამსახიობო კარიერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მან უკვე მოასწრო გაელვება სათავგადასავლო სერიალში “ლომი”. გასულ წელს კი სპექტაკლში “ჩვეულებრივი დღე” ვარსკვლავურ მამასთან ერთად ითამაშა.

 

სულ ცოტა ხნის წინ დელონის უმცროსმა ვაჟმა, 17 წლის ალენ-ფაბიენმაც განაცხადა, რომ მომავალი პროფესია უკვე აირჩია და მსახიობობა სურს. ამ განცხადებამ ალენ დელონი უზომოდ გაახარა. ალენ-ფაბიენმა პირველი ნათლობა უკვე მიიღო, როდესაც ტელეფილმში “კომისარი მონტალე” რამდენიმე ეპიზოდური როლი შეასრულა. მიღებული გამოცდილება ახლადგამოჩეკილ მსახიობს ძალიან მოეწონა.

 

“ჩემი პროფესია ნამდვილი ხელობაა, რომელიც სიფრთხილით უნდა გადაეცეს თაობიდან თაობას. საბედნიეროდ, ჩემს შვილებს უნდათ, რომ საკუთარი ოსტატობა და გამოცდილება გავუზიარო. დარწმუნებული ვარ, რომ მსახიობის პროფესიისადმი ინტერესი მომავალ თაობას გენების დონეზე გადაეცემა.” – განაცხადა ფრანგულ გამოცემასთან საუბრისას ალენ დელონმა.