მერილ სტრიპი კმაყოფილია

მერილ სტრიპი კმაყოფილია

ცოტა ხნის წინ თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბრისას, ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა მერილ სტრიპმა აღიარა, რომ წლების განმავლობაში შურდა თავისი კოლეგების გარეგნობა.

 

62 წლის ვარსკვლავის განცხადებით, ის ამჟამად სავსებით კმაყოფილია იმით, თუ როგორ გამოიყურება. მისი აზრით, ამ ქვეყნად უამრავი გაცილებით მნიშვნელოვანი რამაა, ვიდრე იდეალური ფიგურა და ლამაზი სახე.

 

“მრავალი წლის განმავლობაში ვიტანჯებოდი იმაზე ფიქრით, რომ არც ისე ლამაზი ვარ. რატომ არა მაქვს ისეთი ტანი, როგორიც ჯესიკა ლენგს? – ვეკითხებოდი საკუთარ თავს. არადა, თურმე, რა ტყუილად ვკარგავდი დროს! დღეს უბრალოდ ვტკბები იმ ნარჩენებით, რაც კიდევ შემრჩა და ძალიან ბედნიერი ვარ” – განაცხადა მსახიობმა.

 

მერილ სტრიპის მტკიცებით, გარეგნობასთან შეგუებაში დაეხმარნენ დონ ჰამერისგან, საკუთარი ქმრისგან შეძენილი და უკვე მოზრდილი ქალიშვილები.

 

“მე სამი ლამაზი გოგონა მყავს, რომლებიც გამუდმებით ახერხებენ საკუთარ გარეგნობაში რაღაც ნაკლის პოვნას. მე კი მკაცრად შევუძახებ ხოლმე: “მოკეტეთ! თქვენ ძალიან მომხიბვლელები ხართ!”