საქართველოში წუხელ ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში წუხელ ორი მიწისძვრა მოხდა

წუხელ საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, 5,5 და 5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები შავ ზღვაში, სანაპირო ზოლიდან 29 და 32 კმ-ში 01:44 და 01:55 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა. ბიძგები განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში იგრძნობოდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შავი ზღვის სანაპირო ზოლთან ახლოს 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 23 დეკემბერსაც მოხდა. რყევებს აჭარასა და იმერეთში შენობების დაზიანება მოჰყვა.