თემურ გიორგაძე დაკითხვაზე დაიბარეს

თემურ გიორგაძე დაკითხვაზე დაიბარეს

თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.

გიორგაძის განცხადებით, დაკითხვა, სავარაუდოდ, 26 მაისის მოვლენებს შეეხება.

თემურ გიორგაძის განმარტებით, პროკურატურიდან დილით დაუკავშირდნენ და დაკითხვაზე დაიბარეს, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება.