ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანში შეხვედრებს გამართავს

ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ის ბაქოში შეხვედრებს დღეს დილიდან დაიწყებს.

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგა არტურ რასიზადეს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.

ბაქოში საქართველოდან 7-კაციანი დელეგაცია გაემგზავრა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის გარდა, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები – მაია ფანჯიკიძე, კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე არიან. ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განხილვის ერთ-ერთი თემა ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებული საკითხი იქნება.

საქართველოს მთავრობის დელეგაცია თბილისში ხვალ დაბრუნდება.