პრეზიდენტს კიდევ ერთი უფლება  ჩამოერთმევა

პრეზიდენტს კიდევ ერთი უფლება ჩამოერთმევა

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობა მიიღებს.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

ცვლილებებით, წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა პირდაპირი გადაცემის ფორმით მთავრობის მიერ განხორციელდება.

ამასთან, სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყის საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი მთავრობის მიერ დამტკიცდება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებებით, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობის უფლება მოიცავს გადაცემული ქონების ნაყოფის მიღების უფლებასაც.