ევროპა შობას ზეიმობს

ევროპა შობას ზეიმობს

დღეს 25 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულს - ქრისტეშობას გრეგორიანული კალენდრის მიხედვით ზეიმობს. კათოლიკეებს პროტესტანტები და ლუთერანებიც უერთდებიან.

წუხელ მთელი მსოფლიოს,კათოლიკურ ეკლესიებში საშობაო ლიტურგია ჩატარდა, კათოლიკეები ტრადიციის მიხედვით, ქუჩებში ანთებული სანთლებით ხელში გამოვიდნენ, ყველაზე მეტი ხალხი ევროპაში წუხელ ბერლინში შეიკრიბა, 23 000 ბერლინის მაცხოვრებელი ზეიმით შეხვდა ქრისტეს დაბადებას.

რომის პაპმა ბენედიქტე  XVI-ემ ვატიკანის მოედანზე შეკრებილ მრევლს სიტყვით ყველა ენაზე მიმართა და დალოცა.

კათოლიკები 24-ში ღამით საშობაო ვახშამს ამზადებენ.მაგიდაზე აუცილებლად დევს საშობაო პური და სამარხვო კერძები. ვახშმამდე ოჯახის უფროსი ევანგელიიდან ნაწყვეტს კითხულობს,შემდეგ ოჯახის წევრები პურის ნატეხებს იღებენ და ერთმანეთს უნაწილებენ და მშვიდობას და სიკეთეს უსურვებენ.

კათოლიკური ტრადიიცის მიხედვით,მაგიდასთან ერთ ცარიელ სკამს ტოვბენ შემოსწრებული სტუმრისთვის,ის ვინც შობის ღამეს ოჯახში სტუმრად მივა, ის ოჯახის სულიერი ძმა გახდება.

კათოლიკური ტრადიციის თანახმად,ოჯახის წევრები ერთმანეთს საჩუქრებს უმზადებენ.საჩუქრებს ან ნაძვის ხესთან, ან ბუხართან დაკიდებულ წინდებში აწყობენ.